ის, რაც საქართველოში არ ფასობს, ამერიკაში მილიონი ღირს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპორტსმენთა ე.წ. ბარათები, როლმებზეც ისინი არიან გამოსახულნი, ძვირად ფასობს. ძვირად კი არა, ძველ ბარათებზე, ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ცხადდება და სერიოზული კოლექციები მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს აქვთ. ბარათი, რომელზეც სპორტსმენია გამოსახული, ხელისგულზე ეტევა და ისინი თავის დროზე თავისუფალ გაყიდვაშიც იყო, მაგრამ ქაღალდის ნაგლეჯს ბევრი არ ინახავდა, შედეგად კი მათი იშვიათობის გამო, ფასი წლიდან წლამდე იზრდება. აგერ, გასულ კვირას, ლეგენდარული პელეს ბარათი გაიყიდა, რომელიც 1958 წელს, მისი სადებიუტო სეზონის დროს დამზადდა. ერთი შეხედვით, გაუფერულებული ფოტოს ნაგლეჯი აუქციონზე 1.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.
გაგიკვირდებათ და, ეს არ არის ბარათში გადახდილი ყველაზე დიდი თანხა, ლებრონ ჯეიმსის ბარათი, ცოტა ხნის წინ, 1.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. დაახლოებით, ამდაგვარი ბარათები საბჭოთა კავშირშიც იბეჭდებოდა, თუმცა... თუ ვინმეს შენახული აქვს, მილიონები ნამდვილად არ ეღირება.