დანიას ახალი მეფე ჰყავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დანიის დედაქალაქში ახალი მონარქის კორონაცია გაიმართა, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ამის შესახებ BBC წერს.

83 წლის დედოფალმა მარგარეტმა, 52 წლიანი მმართველობის შემდეგ ტახტზე უარი თქვა, რის შემდეგაც სამეფო გვირგვინი მის ვაჟს, პრინც ფრედერიკს X-ს გადაეცა, პრინცესა მერი კი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდა.

საზეიმო ცერემონია კრისტიანსბორგის სასახლეში გაიმართა. 900 წლის განმავლობაში, ეს დანიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედმა მონარქმა ტახტზე უარი თქვა.