საშობაოდ სასწაულები ხდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უძრავი ქონების ამერიკული კომპანია St John Properties-ის ბრიტანული ფილიალის ადმინისტრაციამ საკუთარ თანამშრომლებს საშობაო საზეიმო ვახშამზე უმასპინძლა და თითოეულ მათგანს პრემიად 38 ათასი გირვანქა სტერლინგი გადასცა. კომპანიაში სულ 198 თანამშრომელია. ვახშამზე მათ წითელი კონვერტები დაურიგეს წარწერით, „საიდუმლო სანტა“. კონვერტში ჩვეულებრივი ჩეკი იდო, თუმცა არავინ ელოდა, რომ მასზე ამხელა თანხა იქნებოდა მინიშნებული. მთლიანობაში, კომპანიას ასეთი „ჯიბეზე ხელის გაკვრა“ 7.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.

გულუხვი ბოსები ასეთ ხარჯზე მას შემდეგ წავიდნენ, რაც გაირკვა, რომ თანამშრომლებმა 6 მილიონი კვადრატული მეტრის საოფისე, სავაჭრო და სასაწყობე ფართების განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაო წარმატებით შეასრულეს. კომპანია St John Properties 1971 წელს, ბალტიმორში, ედვარდ სენტ-ჯონმა დააარსა. ფირმა თავიდან „მცირე დეველოპერის“ რანგში საქმიანობდა, თუმცა მალევე გახდა ატლანტიკის რეგიონში წამყვანი კომპანია.  „ჩვენ, გუნდის გარეშე, არაფერს წარმოვადგენთ“, - განაცხადა ამ საზეიმო ვახშამზე სენტ-ჯონმა, რომლიც წელს კი არა, 2019-ში გამართულა. თუმცა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ბევრს ნიშნავს დირექციისთვის რიგითი თანამშრომლის შრომა.