მემკვიდრეობას საკუთარ მებაღეს უტოვებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიკოლა პიუეხმა - ლეგენდარული მოდის სახლის Hermès-ის მემკვიდრემ განაცხადა, რომ სურს, თავისი ყოფილი მებაღე იშვილოს და მას 11 მილიარდ დოლარად შეფასებული საკუთარი ქონება დაუტოვოს. 81 წლის პიუეხი, რომლიც არ არის დაქორწინებული და არც შვილები ჰყავს, შვეიცარიის უმდიდრესი ადამიანების სიაშია. 2014 წელს, კონკურენტი LVMH-ის მიერ მნიშვნელოვანი წილის აღების შემდეგ, ნიკოლა ძველებურად ფლობს მნიშვნელოვან წილს კომპანიაში, რაც 220 მილიარდად არის შეფასებული. ასაკოვანი პიუეხის გადაწყვეტილება, მემკვიდრეობა მებაღეს დაუტოვოს, რასაკვირველია, არ მოეწონათ მის ნათესავებს. ცნობილია, რომ მებაღე, რომლის სახელიც არ ხმაურდება, ღარიბი მაროკოული ოჯახიდანაა, დაქორწინებულია ესპანელ ქალზე და ორი შვილი ჰყავს.