ბოტოქსი დეპრესიას იწვევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ სახეზე ბოტოქსის ინექციამ, შესაძლოა, ღრმა დეპრესია გამოიწვიოს. ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც 25 ქალს დააკვირდნენ, რომელთაც ბოტოქსი სახეზე ნაოჭების გასასწორებლად გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ ბოტოქსის ინექციის შემდეგ, რამდენმე თვის განმავლობაში, სახის კუნთების პარალიზება ხდება, მათ შორის, ტუჩის მიდამოებისაც, რის გამოც, ადამიანი ემოციის გამოხატვას ვეღარ ახერხებს. სპეციალისტების თქმით, ეს გავლენას ახდენს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

სწავლულების აზრით, მსგავსი კოსმეტიკური პროცედურები, შესაძლოა, დეპრესიის განვითარების მიზეზი გახდეს. უახლოეს მომავალში, მეცნიერები გეგმავენ იმის გამოკვლევას, როგორ შეიძლება დაეხმარონ პაციენტებს, რომელთაც „სილამაზის ინექციების“ შემდეგ, ემოციების გამოხატვის სირთულე აწუხებთ.