როდის დგება სიბერე?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინელები მიიჩნევენ, რომ სიბერე 74 წლის მიღწევის შემდეგ დგება. ამაზე იმ გამოკითხვების შედეგები მიუთითებენ, რომელიც მოხუცებული ადამიანების კეთილდღეობის ასოციაციამ ჩაატარა. კვლევის მიხედვით, მოსწავლეებისა და სტუდენტების აზრით, სიბერე 68 წლიდან იწყება, 65 წელს გადაცილებული ადამიანები კი ამბობენ, რომ შეიძლება, ადამიანს მოხუცი 78 წლის ასაკიდან უწოდო. აღმოჩნდა, რომ 80 წლისებიც კი არ თვლიან თავს მოხუცებად, ეს მხოლოდ 81 წლის მერე იწყებაო. საშუალოდ, დადგინდა, რომ სიბერე 74 წლის ასაკში დგება. გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მზად არიან, აქტიურ ცხოვრებაზე არც მერე აიღონ ხელი.