ყავაში დავარგებული ყველი წარადგინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველის მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანიამ - Paxton & Whitffield, Rave Coffee-თან ერთად, რომელიც ყავის მოხალვითაა დაკავებული, შექმნა თხის ყველი - Kaldi, რომელიც ყავის მარცვლებშია დავარგებული. პროდუქტს ხილისა და ყავის მარცვლების მომწარო გემო დაჰკრავს. სპეციალისტებმა უამრავი კვლევა ჩაატარეს, გამოიყენეს სხვადასხვა რძე და ყველის სახეობა, ასევე, ყავის ფართო სპექტრი, რათა რთული, დაბალანსებული და დამაინტრიგებელი შედეგი მიეღოთ. წინასწარი დამუშავების შემდეგ, თხის ყველს ყავის მარცვლებში თითქმის 10 კვირას აჩერებენ. კომპანიაში დეგუსტაციისას, ახალ ყველს „ფანტასტიკური“ უწოდეს. ყველი Kaldi უკვე გაყიდვაშია, მისი 250-გრამიანი შეფუთვა 15 გირვანქა სტერლინგი ღირს.