ევროპის საშობაო დედაქალაქი დაასახელეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ბებერი კონტინენტის“ 2024 წლის საშობაო დედაქალაქის ტიტულს ჩეხეთის ქალაქი ბრნო მიიღებს. საერთაშორისო ჟიურიმ აღნიშნა, რომ საშობაო ზეიმები ამ ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გასულ წლებში, სტუმარი არა მხოლოდ მთელი ჩეხეთიდან, არამედ უცხოეთიდანაც ბევრი ჰყავდა. ადგილობრივ მეწარმეებთან, მხატვრებთან, მუსიკოსებთან, დიზაინერებთან თანამშრომლობით, ბრნო უდიდეს აქცენტს კულტურულ მემკვიდრეობაზე, შემოქმედებასა და ადგილობრივ თვითმყოფადობაზე აკეთებს.

ჟიურის მოსაზრებით, ასეთი ურთიერთთანამშრომლობა განსაკუთრებულ საშობაო ატმოსფეროს ქმნის. ბრნოსთან ერთად, 2024 წელს, შობის ევროპულ ქალაქად ირლანდიური უოტერფორდიც აღიარეს. აღსანიშნავია, რომ ეს ტიტული ენიჭება ქალაქებს, რომელთა მოსახლეობაც 100 ათას ადამიანზე ნაკლებია. მსაჯულებმა განსაკუთრებული ყურადღება ესპანურ ალმანსუსაც დაუთმოს. ევროპის საშობაო დედაქალაქის ტიტული 2017 წელს დაწესდა.