დაბინძურებული ჰაერი ტვინს აზიანებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ასეთი დასკვნა გააკეთა მკვლევართა ჯგუფმა აშშ-დან, მექსიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მათ შეისწავლეს 15-დან 39 წლამდე ასაკის, მეხიკოს 186 მცხოვრების ტვინის ღერო, რომლებიც გარდაიცვალნენ. გარდა ამისა, გამოიკვლიეს ბავშვების ტვინიც, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 11 თვის იყო. ამ ადამიანებმა მთელი ცხოვრება გაატარეს ქალაქში, სადაც ჰაერის ხარისხი ყველაზე დაბალია მსოფლიოში, ავტომობილების გამონაბოლქვით დაბინძურების გამო.

გამოკვლეულთა ტვინში, მათ შორის, 11 თვის ბავშვის ტვინშიც, პათოლოგიური ცვლილებები აღმოაჩინეს, რაც დამახასიათებელია ნეიროდეგენერაციული დაავადებისთვის (ალცჰაიმერი, პარკინსონი). მათ ტვინში - რუხ ნივთიერებასა და ნათხემში აღმოჩნდა რკინის, ალუმინისა და ტიტანის ნანონაწილაკების მაღალი კონცენტრაცია. სწავლულები ვარაუდობენ, რომ ლითონის ეს ნანონაწილაკები იწვევდნენ პათოლოგიურ ცვლილებებს, იწვევდნენ ანთებით პროცესებს და პროვოცირებდნენ თავისუფალი ჟანგბადის გადაჭარბებულ ფორმირებას, რამაც ნეირონების სიკვდილი გამოიწვია. შედარებით სუფთა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ტვინში არ დაფიქსირდა ისეთი პათოლოგიები, როგორც მეხიკოს მკვიდრებში.