პოპკორნი სასარგებლო ყოფილა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა გაარკვიეს, რომ პოპკორნი სასარგებლოა დიაბეტის პროფილაქტიკისთვის. საუბარია სახლში, ზეთისა და მავნე დანამატების გარეშე მომზადებულ ბატიბუტზე. ცნობილია, რომ სიმინდი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და ხანმოკლე სითბური დამუშავებით მასში ვიტამინები ნარჩუნდება. პოპკორნი აუმჯობესებს ნივთიარებათა ცვლას და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას. ის ნაკლებ კალორიას შეიცავს - 100 გრამზე 100-1300 კილო კალორია. აღმოჩნდა, რომ ყველასთვის საყვარელი სასუსნავი დიაბეტის პროფილაქტიკისთვის ყოფილა სასარგებლო: ის ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას. თუმცა, მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ მისი ხშირად მირთმევა არ არის მიზანშეწონილი, რეკომენდებულია, თვეში მხოლოდ რამდენჯერმე.