ნაკლები ძილი ტვინს აჯანსაღებს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ შედარებით ხანმოკლე ძილი არ ვნებს თავის ტვინს. მკვლევარებმა თითქმის 4 ათასამდე ადამიანის მრტ-ის მონაცემები გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობისთვის, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, 6.5 საათის ძილი საკმარისი იყო. შედარებით ხანგრძლივი ძილი უკავშირდება ტვინის რუხი ნივთიერების მოცულობის დაკარგვას მის უკანა ნაწილებში, ხოლო უფრო ხანმოკლე ძილისას - თეთრი ნივთიერების დაკარგვას თალამუსში. შედეგების მიხედვით, სწავლულებმა დაადგინეს ძილის ხანგრძლივობის ახალი, ოპტიმალური პერიოდი. აღმოჩნდა, რომ მკვეთრი გადახრები თავის ტვინის სტრუქტურებში დარღვევებს იწვევს.