მწეველებს კიბოსგან მოცვი დაიცავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოცვი, ვაშლი და ბროკოლი შესანიშნავი საშუალებაა მწეველი ადამიანებისთვის სიმსივნისგან თავის დასაცავად - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიელი სპეციალისტები. ფლავანოიდებით მდიდარი ეს პროდუქტები ნიკოტინზე დამოკიდებულ ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგანაც დაიცავს. სწავლულების ექსპერიმენტში 56-დან 60 წლის ასაკამდე, 55 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მონაცემების გაანალიზებით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სიმსივნით დაავადების რისკს აქვეითებს ჩაი და ფორთოხალი.