„ჭკვიანი“ რესპირატორი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯეიმს დაისონის ყოველწლიური პრესტიჟული პრემია, რომელსაც მედიცინის სფეროში მიღწევებისთვის გადასცემენ, „ჭკვიანმა“ რესპირატორმა დაიმსახურა, დიდი ბრიტანეთიდან. ეს პატარა მოწყობილობა ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. სწავლულთა ჩანაფიქრით, აპარატი სასუნთქ ორგანოებში ზედმეტი ლორწოს დაგროვებას ითვლის. მიიღებს რა მონაცემებს, ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით, მოწყობილობა სასუნთქი გზების გაწმენდას იწყებს.

ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერები აცხადებენ, რომ მათი „ჭკვიანი“ რესპირატორი მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ფიზიოთერაპევტების შრომას. ნისლიან ალბიონზე, სამედიცინო სიახლის სერიულ წარმოებას მომავალი წლიდან გეგმავენ.