აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი გადააყენეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილებას მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 210 - წინააღმდეგ.

მაკარტის გადაყენების ინიციატივით "რესპუბლიკელი" კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა, რომელიც უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი თანაპარტიელი კომპრომისზე წავიდა "დემოკრატებთან" და უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის მიღება, რათა თავიდან აეცილებინა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება. მან ასევე დაადანაშაულა მაკარტი იმაში, რომ თითქოს ის დათანხმდა საიდუმლო გარიგებას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უკრაინის დასაფინანსებლად.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვედა პალატის სპიკერის გადაყენება მოხდა.