ალკოჰოლიზმს ვაქცინა უშველის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა აშშ-დან, ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, რომლის ერთი მიღებითაც კი, ადამიანი ამ საშიში დამოკიდებულებისგან განიკურნება. ორგანიზმში, სიამოვნების შეგრძნებაზე პასუხისმგებელი დოფამინი, იგივე „სიხარულის ჰორმონია“. ალკოჰოლის მიღებისას, მისი დონე მატულობს, რაც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს. დროთა განმავლობაში, ტვინი ადაპტირდება და დოფამინის გამოფრქვევა ნაკლებად გამოხატული ხდება. ადამიანიც უმატებს ალკოჰოლის დოზას, რომ კვლავ მიიღოს შეჩვეული სიამოვნება და შედეგად, სასმელზე დამოკიდებული ხდება.

მკვლევარებმა მიაგნეს მეთოდს, როგორ აღადგინონ დოფამინის დონე ალკოჰოლის მიღების გარეშე. ექსპერიმენტებისას, მათ გაარკვიეს, რომ ამ ჰორმონზე პასუხისმგებელი ზედმეტი GDNF-ის გენის შეყვანით, ერთი თვის შემდეგ, „ალკოჰოლიკმა“ მაიმუნებმა სასმელის მიმართ ინტერესი დაკარგეს და მისი მოხმარება 90%-ით შეამცირეს. გენის შესაყვანად სწავლულებმა ადენოვირუსი გამოიყენეს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლურ დამოკიდებულებასთან საბრძოლველად, სულ ერთი ინექციის გაკეთება იქნება საჭირო, თუმცა ვაქცინის ეფექტურობა ჯერ ხანგრძლივი კლინიკური ცდებითაც უნდა დადასტურდეს.