ძველი შენობების ფრაგმენტები ამსტერდამელებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიდერლანდების დედაქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ადგილობრივებს უფასოდ დაურიგოს ძველი შენობების ელემენტები, რომელთაც საქალაქო საწყობებში მტვერი ედებათ. ვინტაჟური აგურები, გერბები, ორნამენტები იქ გამოსაყენებლად უვარგისი და ავარიული შენობების დანგრევის შედეგად მოხვდა. „ამ ელემენტებს კულტურულ-ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ. მათი დაბრუნება ამსტერდამის პეიზაჟებში ქალაქის იდენტობას კიდევ უფრო გამოკვეთს“, - მიაჩნიათ მერიაში.

ვისაც სურვილი აქვს, ფრაგმენტი წაიღოს, უნდა წარადგინოს აღწერა, როგორ აპირებს ამ მემკვიდრეობის გამოყენებას. ფრაგმენტები შეიძლება ახალი სახლების მშენებლობისას, რეკონსტრუქციისას, ან საჯარო არტ-პროექტების შექმნისას გამოიყენონ.