სმარტფონებს ტროტუარი მუხტავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინგლისის ქალაქ ტელფორდში, ჭკვიანი გასაბერი ტროტუარი გახსნეს. ის ელექტროენერგიას ადამიანების ნაბიჯებით გამოიმუშავებს, თანაც იმდენს, რომ შეუძლია, ენერგიის ორი ახლომდებარე დასამუხტი სადგური უზრუნველჰყოს, რომლებიც სკამებშია ჩამონტაჟებული. ტროტუარი რეზინისა და უჟანგავი ფოლადის ფილებისგან შედგება, რომლებსაც საათში 2.1 ვატი ენერგიის წარმოება შეუძლიათ. ყოველი ფილა, დაახლოებით, 5 მილიმეტრით იხრება, როცა მასზე დადიან. ეს ქმნის კინეტიკურ ენერგიას, რაც შემდეგში, ელექტროენერგიად გარდაიქმნება. ტროტუარი ქალაქში იმ ადგილებში დააგეს, სადაც ფეხით მოსიარულეები ინტენსიურად მოძრაობენ.