პრინცესა შამანზე თხოვდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზა და მისი პარტნიორი, ამერიკელი შამანი დიურეკ ვერეტი მომავალი წლის ზაფხულში დაქორწინდებიან. BBC-ის ინფორმაციით, ნორვეგიის მეფემ, ჰერალდ მეხუთემ წყვილს ბედნიერება უსურვა და განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან ვერეტი მათი ოჯახის წევრი გახდება. წყვილის ნიშნობა ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში შედგა - პრინცესამ სამეფო მოვალეობებზე უარი თქვა და მამისგან კურთხევაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ვერეტი აფროამერიკელი მწერალი და შამანია. სამედიცინო კონსულტაციებს სპეციალური განათლებისა და კვალიფიკაციის გარეშე ატარებს.

დიურეკი ამტკიცებს, რომ კიბო თავად ადამიანის არჩევანია, ინტერნეტით ჰყიდდა მედალიონებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, კორონავირუსისგან იცავდა. ვერეტი ამბობს, რომ „მეექვსე თაობის შამანია“, რომ მკვდრეთით აღდგა და 2011 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები ორი წლით ადრე იწინასწარმეტყველა. საქმროს მსგავსად, მარტა ლუიზაც ალტერნატიული მედიცინითაა გატაცებული და სამეფო მოვალეობებიც სწორედ ამ საქმის გამო დათმო. ის ამტკიცებს, ასევე, რომ ანგელოზებთან კომუნიკაციის უნარი აქვს.