კულინარიული ტური სტრატოსფეროში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფრანგული ტურისტული კომპანია Zephalto, რომელიც საჰაერო ბურთით მოგზაურობაზეა სპეციალიზებული, მომავალ წელს აპირებს, საოცარი კულინარიული ტურები მოაწყოს სტრატოსფეროში. მსურველებისთვის მოგზაურობა საფრანგეთის კოსმოდრომიდან დაიწყება, სადაც ისინი დაგეგმილ რეისამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავლენ, მოსამზადებელ პროცესს გაივლიან და რამდენიმე ღონისძიებასაც დაესწრებიან. გაფრენის დღეს ექვსი ბედნიერი ტურისტი სტრატოკაფსულით ჰაერში, 24.9 კილომეტრის სიმაღლეზე ავა. მთელი გზა ექვს საათს გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში, მოგზაურები ფრანგი კულინარების შექმნილი კერძებით ისიამოვნებენ და ღვინის დეგუსტაციაშიც მიიღებენ მონაწილეობას გამოცდილი სომელიეს ხელმძღვანელობით. კოსმოსური სფერო Wi-Fi-ით იქნება აღჭურვილი, ასე რომ, მთელი ამ მოგზაურობის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაც შესაძლებელი იქნება. კოსმოსური კულინარიული ტურის ღირებულება 132 ათასი დოლარიდან იწყება.