იტალიის ორი რეგიონი წყალდიდობას ებრძვის- არიან გარდაცვლილები და დაკარგულები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცენტრალური იტალიის რეგიონი - ემილია რომანია 24 საათზე მეტია წყალდიდობას ებრძვის და ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული.
25-მდე დატბორილი მუნიციპალიტეტი, გარდაცვლილები, დაკარგულები, უსახლ-კაროდ დარჩენილები და საცხოვრებელი ადგილების მაღალ სართულებზე ჩარჩენილები...
ემილია რომანიას რეგიონი, ლომბარდიის, ტოსკანისა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს უფრო ზუსტად და ყველასთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მილანსა და ფლორენცას შორის და მისი მთავარი ქალაქებია: ბოლონია, რეჯო ემილია, მოდენა... ეს მხარე, წარმოადგენს იტალიის კულტურულ და ტურისტულ ცენტრს და არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და განვითარებული მთელს ქვეყანაში.