მთქნარება ტვინს ასტიმულირებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაღლილობის, მოწყენილობის, ან ძილის მორევის დროს, თავის ტვინში შემაფერხებელი პროცესორები აღმგზნებ პროცესორებს ჯობნიან. ნელდება ორგანიზმის სხვა ფუნქციებიც, მათ შორის, სუნთქვისაც - ის უფრო ნელი და ღრმა ხდება, რის შედეგადაც სისხლში ნახშირორჟანგის მჟავა დ ნივთიერებათა ცვლის სხვა პროდუქტები გროვდება, რომლებიც ზემოქმედებენ თავის ტვინის სასუნთქ ცენტრზე, რაც იწვევს მთქნარებას. ღრმა და ნელი ჩასუნთქვისას, სისხლი ჟანგბადით მდიდრდება. მთქნარებაში მონაწილე პირის ღრუს, სახისა და კისრის კუნთები კი ხელს უწყობს სისლის მიწოდებას. ყოველივე ეს აუმჯობესებს ტვინის უჯრედების სისხლის მომარაგებისა და ცვლის პროცესებს. მთქნარებისას, ადამიანი იზმორება კიდეც, ამ დროს იჭიმება ხელ-ფეხი და ზურგის კუნთები, რაც ხელს უწყობს თავის ტვინის ქერქის ტონუსის შენარჩუნებას. სწორედ ამ პროცესს და კიდევ, თავის ტვინის მუშაობას ააქტიურებს მთქნარება.

უნდა აღინიშნოს, რომ მთქნარება სულაც არ არის ძილისა და მოწყენილობის თანამდევი პროცესი. ამ დროს არც დაღლილობასა და არც მოწყენილობაზე ლაპარაკი არ იქნება სწორი. პირიქით, ორგანიზმის ყველა სისტემა ამ დროს მობილიზებულია. საქმე ის არის, რომ ძლიერი ემოციური დატვირთვისას და საფრთხისას ირთვება მექანიზმი, რომლის დროსაც ადამიანი სუნთქვას იკრავს _ ნელა და ღრმად იწყებს სუნთქვას, რაც იწვევს მთქნარებას. ამ დროს სისხლი ჟანგბადით ისება, ტვინს უკეთესად მიეწოდება და ორგანიზმიც უკვე საბრძოლო მზადყოფნაშია. თუ დავუკვირდებით, მთქნარების დროს, თავს უფრო მსუბუქად გრძნობს ადამიანი, ორგანიზმი  დუნდება და სასიამოვნო შეგრძნება ეუფლება. ეს კი იმაზე მოწმობს, რომ მთქნარება ხელს უწყობს ემოციური სტრესის მოხსნასაც. საღამოს კი, დატვირთული დღის შემდეგ, ორგნიზმი მთქნარებით ცდილობს განტვირთვას და მშვიდი ძილისთვის ემზადება.