პლანეტის ნახევარი კლიმატს შეიცვლის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულები პროგნოზირებენ, რომ 2100 წლისთვის, ჩვენი პლანეტის რეგიონების თითქმის ნახევარში კლიმატური ზონები შეიცვლება. ეს კი ტემპერატურისა და ნალექების დონის ფუნდამენტურ ცვლილებებს გამოიწვევს. საუკუნის მიწურულს, მსოფლიო ხმელეთის 38-40% სხვა კლიმატურ ზონაში აღმოჩნდება, - ამბობენ მეცნიერები. მოდელირებამ აჩვენა, რომ ტროპიკული კლიმატური ზონა გაფართოვდება და ხმელეთის 25%-ს დაიკავებს. დედამიწის დიდი ნაწილი კი მშრალი რეგიონი გახდება. ეს ცვლილებები შექმნის პრობლემებს საკვების წარმოებაში და დაავადებების გავრცელებაში. 2100 წლისთვის ევროპის 89%-სა და ჩრდილოეთ ამერიკის 66%-ში სრულად შეიცვლება კლიმატი. აფრიკაში ცვლილებები ექსტრემალური ამინდის მოვლენების სახით გამოვლინდება. ყველაზე მკვეთრი ცვლილებები კი პოლარულ ზონაში მოხდება - მისი ფართობი საგრძნობლად შემცირდება.