იტალიელი კინოლოგები ქუჩების დასუფთავებას ძაღლებს ასწავლიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიელი კინოლოგები ოთხფეხა მეგობრებს ქუჩებში ნაგვის მოგროვებას ასწავლიან. შავი ლაბრადორი, სახელად ბეა, სიცილიაზე, ქალაქ კასტელბუონოს ყველაზე ცნობილი დამსუფთავებელია. წლინახევრის ძაღლი მთელი წლის განმავლობაში გადიოდა ინტენსიურ მომზადებას. ვარჯიშებს შორის იყო ნარჩენების მოძებნა და შეგროვება ქუჩებიდან, ბილიკებიდან, კლდოვანი სანაპიროებიდან და ადგილობრივი ტბებიდანაც კი. ბეა იმდენად კარგად ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას, რომ მისით ადგილობრივ მერიაში დაინტერესდნენ და ფიქრობენ, მსგავსი სწავლებები სხვა ძაღლებსაც ჩაუტარონ და სისუფთავის დასაცავად გამოიყენონ.