ჩამდინარე წყლებიდან ლუდი მოხარშეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კალიფორნიელმა ლუდის მწარმოებლებმა ქრვისფწერი სასმელის დასაყენებლად ჩამდინარე წყლები გამოიყენეს. მიღებულ სასმელს Epic One Water Brew უწოდეს. ლუდის წარმოებისთვის კომპანია სან-ფრანსცისკოში მდებარე 40-სართულიანი კორპუსის ბინებში გამოყენებულ წყალს - აბაზანის, სამრეცხაოს, სამზარეულოს ნიჟარებიდან ჩამდინარე სითხეს აგროვებს და გადაამუშავებს მეორადი გამოყენებისთვის. შემდეგ უკვე წყალს ამოწმებენ ლუდსახარშშიც და სხვა ლაბორატორიებშიც. ახალი ლუდი გემოთი ტრადიციულ, გერმანული ღია ფერის ლუდის რეგიონალურ სახეობას ჰგავს. ჯერჯერობით, ჩამდინარე წყლისგან მოხარშული სასმელი გაყიდვაში არ გამოვა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ „დემონსტრაციული პროდუქტია“ და იმის საჩვენებლად გაკეთდა, რომ წყლის მეორადი გამოყენება შესაძლებელია. გადამუშავებული წყლის შესახებ არსებული კანონები კი მისგან მოხარშული ლუდის გაყიდვის ნებას არ იძლევა.