მეტეორიტი საძინებელში ჩამოვარდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, მეტეორიტი საცხოვრებელ სახლს დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნიუ-ჯერსის შტატში, ჰოუპველში მოხდა. როგორც აგდილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მეტეორიტის სიგრძე 15 სანტიმეტრია, სიგანე - 10 სანტიმეტრი. ჩამოვარდნილმა ნატეხმა საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაანგრია და საძინებელში ჩავარდა. საბედნიეროდ, იქ არავინ იმყოფებოდა. მოგვიანებით, მეტეორიტი სახლში დაბრუნებულმა პატრონმა აღმოაჩინა. როგორც ფრანკლინის ინსტიტუტის წამყვანი ასტრონომი, დერეკ პიტსი აცხადებს, შესაძლოა, მეტეორიტის ასაკი 4-5 მილიარდ წელს აღწევდეს. სპეციალისტები ახლა მის ზუსტ შემადგენლობას იკვლევენ. მათი მოსაზრებით, ციური სხეულის ჩამოვარდნა, შესაძლოა, მეტეორული ნაკადის ეტა-აკვარიდის ცოტახნისწინანდელ პიკს უკავშირდებოდეს.