ნაყინი ანტიდეპრესანტად აღიარეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლონდონელი სპეციალისტების ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ნაყინი შესანიშნავად ებრძვის დათრგუნულ ემოციურ მდგომარეობას. ასე რომ, ეს ცივი დესერტი თამამად შეგვიძლია ნადვილ ანტიდეპრესანტად ვაღიაროთ. სწავლულები გვთავაზობენ, რომ კვების ეს პროდუქტი ოფიციალურად იყოს გამოყენებული, როგორც დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალო საშუალება. ნაყინის თვისებების შესწავლამ აჩვენა, რომ ის ანტიდეპრესანტივით მოქმედებს და თანაც ეფექტი ძალიან სწრაფად მიიღწევა თავის ტვინზე სპეციფიკური გავლენის გამო. ამ ცივი ტკბილეულის მირთმევისას, ტვინის იგივე ზონები აქტიურდება, რაც საყვარელი მუსიკის მოსმენისას, ან ახლობელ ადამიანთან შეხვედრისას. სწავლულების თქმით, ყველაზე ძლიერი ანტიდეპრესანტი შოკოლადის ნაყინია, რადგან თავისთავად, შოკოლადი უკვე გამოირჩევა განწყობის ამაღლების თვისებებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დეპრესია ყველაზე მასობრივი და ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა ჩვენს პლანეტაზე.