კორპუსი მხოლოდ ქალებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნისლიან ალბიონზე, ლონდონში, მაღალსართულიან სახლს ააშენებენ, სადაც მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლები იცხოვრებენ. 15-სართულიან სახლში 102 ბინა იქნება და მხოლოდ იმ ქალებს შეასახლებენ, რომლებიც დისკრიმინაციას, ოჯახში ძალადობასა და მატერიალურ პრობლემებს ებრძვიან. ოთახები ისე დაპროექტდება, რომ იქ, ნებისმიერი ასაკისა და მოთხოვნილების ქალბატონი თავს კომფორტულად იგრძნობს. მაგალითად, სამზარეულოში სამუშაო ზედაპირები უფრო დაბალ სიმაღლეზე იქნება, ასევე გათვალისწინებულია მძლავრი ვენტილაცია მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალებისთვის. საცხოვრებელი ბინები დაბალ ფასად გაქირავდება. კორპუსში მამაკაცები იმ შემთხვევაში დაიშვებიან, თუ ისინი მობინადრე ქალების პარტნიორები იქნებიან. ამ საპილოტე პროექტმა დედაქალაქში ძალიან ძვირი საცხოვრებლის პრობლემა უნდა მოაგვაროს - შრომის ანაზრაურებაში გენდერული განსხვავების გამო, ხშირად, მარტოხელა ქალები ვერ ახერხებენ ცალკე ბინის დაქირავებას.