რუსეთის ტყვეობიდან „აზოვსტალის“ 45 დამცველი გათავისუფლდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან „აზოვსტალის” 45 დამცველი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

„დავიბრუნეთ 45 ადამიანი. ყველა მათგანი არის იმ ქვედანაყოფის ეროვნული გვარდიელი, რომელიც ცხრა წლის წინ აზოვის ზღვრის ნაპირზე შეიქმნა. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი“ - წერს ანდრეი ერმაკი.

თავის მხრივ რუსეთში განაცხადეს, რომ რთული მოლაპარაკებების შედეგად სამი რუსი მფრინავი დაიბრუნა.