ამერიკულმა ოჯახმა სხვენში იმპერატორის ზარდახშა იპოვა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთმა ამერიკულმა ოჯახმა, საკუთარი სახლის სხვენში, ჩინეთის იმპერატორ სიუანდეს ზარდახშა იპოვა. ნივთის გაყიდვას აუქციონზე აპირებენ და მისი სავარაუდო ფასი 10 ათასი დოლარია. ზარდახშა მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, ედვარდ რედკლიფის ახლობლებმა იპოვეს. ეს არტეფაქტი რედკლიფს 1946 წელს, ლონდონში შეუძენია. ზარდახშის პატრონი 1967 წელს გარდაიცვალა, ეს ანტიკვარი ნივთი კი არავის გახსენებია. ზარდახშა სპილენძისგანაა დამზადებული, რომელიც ბროწეულებითა და ოქროს ტიტებითაა მოხატული. ცნობილია, რომ XV საუკუნეში, იმპერატორ სიუანდესთვის, სულ ხუთი ასეთი ზარდახშა დაამზადეს, თითოეულ მათგანზე განსაკუთრებული იეროგლიფებია დატანილი. სამი არტეფაქტი ამჟამად მუზეუმებში ინახება, ორი - კერძო პირებთან.