პოლიცია რობოტებთან ერთად პატრულირებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიუ-იორკელმა პოლიციელებმა ქუჩების პატრულირებისთვის რობოძაღლების - Digidog გამოყენება დაიწყეს, რომელიც კომპანია Boston Dynamic-მა შექმნა. აღსანიშნავია, რომ პირველი რობოტიზებული ძაღლი-პოლიციელი მეგაპოლისში ჯერ კიდევ 2020 წელს, ქალაქის იმჟამინდელი მერის, ბილ დე ბლაზიოს ინიციატივით გამოჩნდა. ამჟამინდელი ქალაქისთავი ერიკ ადამსი აცხადებს, რომ კრიტიკოსების გამო, წინამორბედივით უარს არ იტყვის „ჭკვიან“ პოლიციელზე. მისი თქმით, 32-კილგრამიან Digidog-ს რთულ სიტუაციებში, მაგალითად, მძევლად აყვანის შემთხვევებში გამოიყენებენ.