ჭრილობის შეხორცება ელექტრომეთოდით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვედმა სწავლულებმა, ჩალმერისის უნივერსიტეტიდან, გერმანელ კოლეგებთან ერთად, ელექტროდენის საფუძველზე, ჭრილობების შეხორცების ახალი, უნიკალური მეთოდი მოიფიქრეს - მეთოდმა რეგენერაციის პროცესი სამჯერ დააჩქარა. ადამიანების უმრავლესობისთვის მცირე ჭრილობები საშიში არაა, რადგან ის თავისით, სწრაფად ხორცდება. თუმცა, არიან პაციენტები, რომლებისთვისაც, ზოგიერთი დაავადების გამო, მცირე ჭრილობაც კი საფრთხის შემცველია. პირველ რიგში, სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი ახალი მეთოდი, რომელიც ელექტროსტიმულაციას იყენებს. იდეის საფუძველია ის ფაქტი, რომ ელექტროველში კანის უჯრედები განსაზღვრული მიმართულებით გადაადგილდებიან. ცოტა ხნის წინ, მკვლევარებმა დიდი გრანტიც მიიღეს, რომელსაც კვლევების გასაგრძელებლად გამოიყენებენ, სამომავლოდ კი, ჭრილობების სწრაფად შესახორცებლად შექმნიან საშუალებას, რომელიც ფართო მომხმარებელზე იქნება გათვლილი.