მიცვალებულებს წყალში მარხავენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთში აქტიურად ვითარდება ზღვის სასაფლაოების ბიზნესი. მიცვალებულის სხეულს წყლის ქვეშ, ბიოხრწნადი ურნებით უშვებენ, რადგან მიწის დეფიციტის გამო, სასაფლაოებზე ადგილები აღარ არის. სწრაფი ურბანიზაციისა და მოსახლეობის დაბერების გამო, დასაკრძალ ადგილზე ფასები ზოგჯერ 100 ათას იუანს (დაახლოებით, 15 ათასი დოლარი) აჭარბებს. 15 წელიწადში, უდიდესი მეგაპოლისის - შანხაის სასაფლაოებზე ადგილები საერთოდ აღარ იქნება, ამიტომ დაკრძალვის ალტერნატიული მეთოდების ასარჩევად, ხელისუფლებამ ხალხის წახალისება დაიწყო. 2021 წელს, ქვეყანაში კრემაციის დონემ უკვე 59% შეადგინა. ზოგიერთ რეგიონებში ფულად ჯილდოსაც კი სთავაზობენ მათ, რომლებიც ახლობლების ფერფლს ზღვაში გაფანტავენ, ან მიცვალებულის წყალქვეშ დაკრძალვას გადაწყვეტენ.