Billboard-მა წლის ქალი დაასახელა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოპულარულმა ჟურნალმა - Billboard, წლის ქალი დაასახელა. ამჯერად, მათი „პირველობის პალმა“ ცნობილ მომღერალ შაკირას ერგო. ამ ჯილდოს 46 წლის ვარსკვლავი Latin Women in Music-ის ცერემონიაზე მიიღებს. გამოცემის ისტორიაში ეს პირველი ღონისძიება იქნება, რომელიც ლათინოამერიკელ არტისტებსა და მუსიკალურ ინდუსტრიაში მათ წვლილს მიეძღვნება. საზეიმო ცერემონია კვირის ბოლოსაა დაგეგმილი. როგორც ჟურნალის წარმომადგენლები აღნიშნავენ, შაკირამ 95 მილიონი ფირფიტა გაყიდა და ყველა დროის ყველაზე პოპულარული მუსიკოსი გახდა, ასევე, ყველაზე პოპულარული ლათინოამერიკელი არტისტიცაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მომღერალი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში „ბარსელონას“ ფეხბურთელ ჟერარ პიკესთან დაშორების გამოც მოექცა.