ყოველი მეექვსე ზრდასრული უნაყოფოა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ასეთ შემაშფოთებელ სტატისტიკას აქვეყნებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. დღეისთვის, ჩვენს პლანეტაზე, ზრდასრული მოსახლეობის 17.5%-ს, თითქმის ყოველ მეექვსეს, შთამომავლობის ყოლა არ შეუძლია. ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყნების მთავრობები არასაკმარისად აფინანსებენ დამხმარე რეპროდუქტიულ ტექნოლოგიებს. ამის გამო, ღარიბი ქვეყნების მცხოვრებლებს მკურნალობისთვის მთელი საკუთარი სახსრების გაღება უწევს. სამეცნიერი კვლევებისა და ჯანდაცვის პოლიტიკაში ამ თემამ პირველ ადგილზე უნდა გადაინაცვლოს, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო, ეფექტიან და ხელმისაწვდომ მკურნალობას, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა.