რას იწვევს ძილის ნაკლებობა?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას ძილის ნაკლებობა წარმოადგენს. ჯერ კიდევ 1942 წელს, ჩვეულებრივ, რიგით ადამიანს დღე-ღამეში, საშუალოდ, რვა საათი ეძინა, დღეს კი, განვითარებულ მსოფლიოში, ეს მაჩვენებელი ექვს-რვა საათამდე შემცირდა. არადა, მედიკოსების მიერ რეკომენდებულია შვიდი-ცხრა საათი ძილი. ჩატარებული გამოკითხვებით აღმოჩნდა, რომ ამერიკელთა 40%-ს შვიდ საათზე ნაკლები სძინავს, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ამერიკელს ძილის დარღვევები სტანჯავს. თითქმის ყველა ადამიანმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია კარგად გამოძინება, მაგრამ ალბათ, ცოტა თუ ხვდება, რა ნეგატიურ შედეგებს იწვევს არასაკმარისი ძილი. ერთ-ერთი რისკი, რასაც უძილობა იწვევს, გაღიზიანებადობაა. როგორ ებრაელმა სწავლულებმა დაადგინეს, გამოუძინებლობის შემთხვევაში ირღვევა ადამიანის ემოციური სტაბილურობა, რასაც ის გაღიზიანებამდე მიჰყავს. ასეთ დროს კი ძალიან ძნელია, რამე საქმის ბოლომდე მიყვანა, ან საერთოდ, რამის კეთება.

ნაკლები ძილი თავის ტკივილსაც იწვევს _ მართალია, მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რით უკავშირდება ძილის დარღვევები თავის ტკივილს, მაგრამ მედიკოსებმა ეს კავშირი უკვე საუკუნეზე მეტია, დაადგინეს. უძილო ღამეებმა, შესაძლოა, ადამიანი გამუდმებულ თავის ტკივილებამდე მიიყვანოს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ არასაკმარისი ძილის დროს, საგრძნობლად ეცემა ხანმოკლე მეხსიერების ფუნქციონირება, რის გამოც ადამიანს უჭირს ახალი მასალის ათვისება. ნაკლები ძილი წონასთანაცაა კავშირში - ძილის უკმარისობა იწვევს წონაში მატებას და აძლიერებს შიმშილის გრძნობას. უძილობაც ერთგვარი სტრესია, რომელიც არღვევს ჰორმონალურ ბალანსს, აიძულებს ორგანიზმს, წარმოქმნას მცირე რაოდენობით ლეპტინი (ჰორმონი, რომელიც დანაყრებაზეა პასუხისმგებელი) და გაცილებით დიდი რაოდენობით გრელინი (ჰორმონი, რომელიც შიმშილის გრძნობას აკონტროლებს). შედეგად, ადამიანს სულ შია.

მკვლევარებმა ექსპერიენტი ჩაატარეს, რომლის დროსაც მონაწილეებს 88 საათის განმავლობაში დაძინების საშუალება არ მისცეს. შედეგად, მათ წნევა აეწიათ, რაც დიდ სიურპრიზს არ წარმოადგენდა. თუმცა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ისინი, რომლებსაც საკმარისად არ სძინავთ, ან ძილის დროს ხშირად იღვიძებენ და შფოთავენ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გულსისხლძარღვთა დაავადებებისკენ. ცნობილია, რომ ერთი უძილო ღამეც კი ადამიანის ორგანიზმს რისკქვეშ აყენებს და იმუნური სისტემის დასუსტებას უწყობს ხელს. ეს კი ინფექციების მიმართ მდგრადობას აქვეითებს.

თუკი ფიქრობთ, რომ ხშირად ცივდებით, მაშინაც კი, როცა მთელ დღეებს თბილ ოფისში ატარებთ, პასუხი - არასაკმარისი ძილია. სწავლულებმა გამოკლვევა ჩაატარეს, რომელშიც 153 ადამიანი მონაწილეობდა. ექსპერიმენტისას, მათ ერთ ნაწილს დღე-ღამეში რვა საათი ან უფრო მეტი ეძინა, მეორე ნაწილს კი - შვიდ საათზე ნაკლები. ამის შემდეგ ისინი ერთნაირად, ცივ ტემპერატურაზე ამყოფეს. ცდებმა აჩვენა, რომ მათ, რომლებსაც ძილის უკმარისობა აწუხებდათ, სამჯერ უფრო ხშირად ხდებოდნენ ავად, ვიდრე მათ, რომლებსაც სრულფასოვნად ეძინათ. სწავლულბი ამბობენ, რომ შესაძლოა, უძილობა დიაბეტის გამოწვევის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს, რადგან ამ დროს ირღვევა მეტაბოლიზმის პროცესი. საერთოდაც, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა პირდაპირკავშირშია ძილთან, მაგრამ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება: ადამიანებს შორის, რომელთაც დღე-ღამეში შვიდ-რვა საათზე ნაკლებხანს სძინავთ, უფრო მაღალია ნაადრევი სიკვდილის რისკი.