ხელოვნური ინტელექტი ახალ ამბებს წაიყვანს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არაბული სახელმწიფო ქუვეითი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც სატელევიზიო არხმა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ვირტუალური ტელეწამყვანი შექმნა. ტელეარხმა Kuwair News-მა მოკლე ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენებია ფედჰა - ახალი ამბების ვირტუალური წამყვანი. ის ქერა, გრძელთმიანი ქალია, რომელსაც შავი პიჯაკი და თეთრი მაისური აცვია. ტელეწამყვანი ახალ ამბებს არაბულ ენაზე კითხულობს. ვიდეორგოლში ფედჰა საკუთარ თავს წარადგენს, როგორც „ქუვეითში, ახალი ამბების პირველი ვირტუალური წამყვანი“ და ამბობს, რომ მისი მიზანი ტელემაყურებლისთვის ობიექტური და სანდო ინფორმაციის მიწოდებაა.