ყველი თუ კბილის პასტა?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველს შეუძლია, აღკვეთოს კარიესის წარმოქმნა და კბილის ნადების წარმოქმნის სიჩქარე შეანელოს, რადგან ის ანეიტრალებს მჟავებს პირის ღრუში, - ნათქვამია ახალ გამოკვლევაში. სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ რძემჟავა პროდუქტი ხელს უწყობს მჟავიანობის დაქვეითებას და პირში ტუტე გარემოს წარმოქმნას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს სტომატოლოგთან ვიზიტების რაოდენობას. გარდა ამისა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ყველი კბილების გარშემო ქმნის დამცავ ფენას. რაც უფრო მაღალია рН (უფრო ტუტე) კბილების ზედაპირზე, მით უკეთაა დაცული კბილები კარიესის წარმოქმნისგან.

გამოკვლევაში, რომელიც ამერიკელმა სწავლულებმა ჩაატარეს, 12-დან 15 წლამდე ასაკის 68 მოზარდი მონაწილეობდა. ისინი სამ ჯგუფად დაყვეს: ერთ მათგანს ყოველდღიურად ყველი „ჩედერის“ პორციებს აძლევდნენ, მეორეს - უშაქრო იოგურტს, მესამე ჯგუფის წევრებს კი ჭიქა რძეს ასმევდნენ. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებში, რომლებიც იოგურტს მიირთმევდნენ, ან რძეს სვამდნენ, рН თანაბარ დონეზე რჩებოდა საჭმელის მიღებამდე და მის შემდეგაც. ხოლო ისინი, რომლებიც ყველს მიირთმევდემემ, აღენიშნებოდათ рН-ის დონის „სწრაფი“ ზრდა, კბილის ემალის ყოველი შემდგომი გასინჯვისას. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ყველი პირის ღრუში ზრდის ნერწყვის რაოდენობას, რაც ბუნებრივად ხელს უწყობს ორგანიზმში рН-ის ჯანმრთელ დონეს. თანაც, ყველში ქიმიური ნაერთებია, რომელსაც შეუძლია კბილზე დამცავი ფენა წარმოქმნას. ეს დამატებით იცავს კბილებს ემალის დამშლელი მჟავებისგან.