პილოტი „სელფის“ სიყვარულისთვის გაათავისუფლეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავიაკომპანია Air China-ს პილოტი ფრენებიდან იმის გამო მოხსნეს, რომ უამრავ „სელფის“ იღებდა თვითმფრინავის კაბინაში. მამაკაცმა ჩინურ სოციალურ ქსელში გვერდი შექმნა, სადაც ახალ-ახალ ფოტოებს აქვეყნებდა და მოკლე დროში, 72 ათასი ხელმომწერიც დააგროვა. თუმცა, როგორც კი კომპანიის ხელმძღვანელობამ პილოტის ამ გატაცების შესახებ გაიგო, ის ფრენებიდან მოხსნეს. მოგვიანებით, „სელფის“ მოყვარულმა საკუთარი გვერდიდან ფოტოებიც წაშალა. აღმოჩნდა, რომ ავიაკომპანიის წესების მიხედვით, თანამშრომლებს ეკრძალებათ ფოტოებისა და ვიდეოს გამოქვეყნება ფირმის ლოგოტიპის ან უნიფორმის გამოსახულებით. გარდა ამისა, ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ პილოტის „სელფის“ ჩვევას, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა ფრენის დროს მის ემოციებზე.