რატომ დატოვა პოსტი “ბი-ბი-სის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რიჩარდ შარპი „ბიბისის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა. შარპიმ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც დამოუკიდებელმა კომისიამ დაადგინა, რომ თანამდებობაზე დანიშვნამდე გასაუბრების დროს მან არ გაასაჯაროვა ინტერესთა კონფლიქტის ორი სავარაუდო შემთხვევა.

იანვარში ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიჩარდ შარპი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მყოფ ბორის ჯონსონს დაეხმარა 800 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობის სესხის უზრუნველყოფაში. ამის შემდეგ რამდენიმე კვირაში კი ჯონსონმა ის „ბიბისის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა.

საჯარო თანამდებობებზე დანიშვნის საკითხებზე მომუშავე კომისიის გამოძიებას ადვოკატი ადამ ჰეპინსტალი ხელმძღვანელობდა. რიჩარდ შარპის განცხადებით, წესების დარღვევა იყო არაგანზრახული და არამატერიალური. მისი თქმით, მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება „ბიბისის“ ინტერესების პრიორიტეტის გათვალისწინებით მიიღო.

რიჩარდ შარპი „ბიბისის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ 2021 წლის თებერვალში დაინიშნა. შარპი 23 წლის განმავლობაში საინვესტიციო ბანკ „გოლდმან საკსში“ მუშაობდა.