კურორტზე სელფი იკრძალება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აპენინებზე, ცნობილ საკურორტო ქალაქ პორტოფინოში, ტურისტებს სელფის ხანგრძლივი გადაღების გამო დააჯარიმებენ. როგორც გამოცემა Forbes-ი წერს, აკრძალვა ამ პოპულარულ დასახლებაში მხოლოდ ორ ლოკაციას შეეხება, ჯარიმის ოდენობა კი 275 ევრო იქნება. ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ გზით აპირებენ ბრძოლას „ფეხით მოსიარულეთა საცობებთან“. აღსანიშნავია, რომ პორტოფინოში სულ 500-მდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ზაფხულობით (და არა მარტო), ამ პატარა ქალაქს ათასობით ტურისტი, მათ შორის, ცნობილი ადამიანები სტუმრობენ. ხანგრძლივი სელფის აკრძალვა გავრცელდება „მოცდის გარეშე“ ზონებზე - ეს ის ლოკაციებია, სადაც ტურისტების ჯგუფები საკრუიზო ლაინერების მგზავრებთან გადაიკვეთებიან ხოლმე. სელფის მოყვარული ადამიანები კი ხელს უშლიან, როგორც გამვლელებს, ასევე - სასწრაფო-სამაშველო სამსახურებს. შეზღუდვები იმოქმედებს მთელი ზაფხულის განმავლობაში - დილიდან, საღამოს 18.00 საათამდე.