ქალაქ უმანზე რუსების სარაკეტო იერიშს მინიმუმ 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 17

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უმანში, ჩერკასის რაიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა. რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ამ დროის მონაცემებით, დაშავდა 17 ადამიანი.

შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ამბობს, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, ერთი მოქალაქე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

მისივე ინფორმაციით, შეძლეს 3 ბავშვის გადარჩენა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.