რომის პაპი უნგრეთში ჩავიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რომის პაპი ფრანცისკე უნგრეთში ჩავიდა პარასკევს, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომლის დროსაც საუბრის მთავარი თემები უკრაინაში ომი, მიგრაცია და ევროპის ქრისტიანულ ფესვები იქნება. ცნობილია, რომ პაპი შეხვდება უნგრეთის პრემიერ, ვიქტორ ორბანს.

კვირას რომის პაპი გაუძღვება პარლამენტის წინ გამართულ მესას.

"ჩვენს მსგავს პრობლემურ დროში აუცილებელია გვახსოვდეს ის, რაც გვაკავშირებს და რწმენა არის საფუძველი, რომელზედაც შეგვიძლია სტაბილური მომავლის აშენება", - დაწერა ორბანმა ხუთშაბათს ტვიტერზე.

ორბანმა წარსულში თქვა, რომ უნგრეთი და ვატიკანი არის ერთადერთი ევროპული სახელმწიფო, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც "მშვიდობის მომხრე".