ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდა, განიხილოს ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შესაძლებლობა.

„ასამბლეა ასევე მხარს უჭერს გენოციდის დანაშაულის მტკიცებულებების აღრიცხვის, შეგროვებისა და შეფასების აუცილებლობას, როგორც ეს რომის სტატუტითა და გენოციდის კონვენციით არის გათვალისწინებული“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში უკანონო გადაყვანაზე, რომელიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდედაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საფრანგეთის სენატმა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ქვეყნებს მოუწოდა, შეაგროვონ მტკიცებულებები უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანის შესახებ და სანქციები დაუწესონ ამ დანაშაულებში მონაწილე რუს მაღალჩინოსნებს.