ყველაზე დიდი სააღდგომო კვერცხი დადგეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიის ქალაქ პომეროდიში, სანტა-კატარინას შტატში, მსოფლიოში ყველაზე დიდი სააღდგომიო კვერცხი დადგეს. ადგილობრივებმა ის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის იმ იმედით მორთეს, რომ ეს დროებითი ღირსშესანიშნაობა ტურისტებს მიიზიდავს ყოველწლიურ ფესტივალზე „ოსტერფესტზე“, რომელიც ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი სააღდგომო დღესასწაულია. კვერცხის სიმაღლე 16.72 მეტრია, მისი დიამეტრი - 10.88 მეტრი. კვერცხის დეკორაციისთვის ადგილობრივი, ხალხური შემოქმედება გამოიყენეს.