მანქანაზე უარის თქმაში ფულს გადაუხდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის ქალაქ ლილის მერია ფულს გადაუხდის იმ მოქალაქეებს, რომლებიც პიკის საათებში, საკუთარი ავტომანქანით მგზავრობაზე უარს იტყვიან. პირად ტრანსპორტზე უარით, მათ შეუძლიათ, თვეში 80 ევრომდე იშოვონ. ფრანგი ჩინოვნიკები ასე ცდილობენ, ქალაქი საცობებისგან იხსნან. საპილოტე ექსპერიმენტში 5 000 მძღოლი მიიღებს მონაწილეობას. დილის 07.00 საათიდან 09.00-მდე და 16:30-დან 18:30-მდე, მათ ავტომანქანებს GPS-ტრეკერებით დააკვირდებიან. მანქანით ერთ მგზავრობაზე უარის თქმით, მძღოლებს 2 ევრო დაერიცხებათ, მთელი დღით, პიკის საათებში - 4 ევრო, ერთი თვის განმავლობაში კი თანხა 80 ევრომდე გაიზრდება. მერიაში ამბობენ, რომ თუ მძღოლების 60% უარს განაცხადებს, პიკის საათებში მანქანით გადაადგილებაზე, ქალაქში საცობები მნიშვნელოვნად შემცირდება.