სუნამო საკუთარი ოფლით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

29 წლის ბრაზილიელმა მოდელმა და ინფლუენსერმა სან-პაულუდან უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. ვანესა მოურას თქმით, შემჩნეული აქვს, რომ მამაკაცებს მისი სხეულის ბუნებრივი სურნელი მოსწონთ. ყოფილი და ამჟამინდელი ბოიფრენდები აღნიშნავენ, რომ მისი ოფლის სუნი „სექსუალური და აღმგზნებია“. სწორედ ამიტომ, ვანესამ გადაწყვიტა, ის აფროდიზიაკის რანგში გამოიყენოს. მისი სუნამოს თითოეულ ფლაკონში რვა მილილიტრო ვანესას ოფლია. გარდა ამისა, პარფიუმი მანდარინის, ბერგამოტისა და ვარდისფერი წიწაკის ნოტებსაც შეიცავს. მოურას თაყვანისმცემლებმა უკვე შეიძინეს ახალი სუნამო და აღნიშნავენ, რომ ის მართლაც იზიდავს საწონააღმდეგო სქესს.