ერთწლიანი შვებულება მოიგო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთში, ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელმა 365-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მოიგო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს პრიზი კომპანიის მიერ მოწყობილ ყოველწლიურ ვახშამზე გათამაშდა. გამარჯვებული გახდა მამაკაცი, რომელსაც ფირმაში ერთ-ერთი ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. მისთვის ეს პრიზი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ საღამოს წამყვანს რამდენჯერმე ჩაეკითხა, შეცდომა ხომ არ იყო. კომპანიის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ იღბლიან თანამშრომელთან გაარკვევენ, ისარგებლებს თუ არა ის ამ შვებულებით, ან დასვენების ნაცვლად, ხომ არ ურჩევნია, თანხა აიღოს. ამ ფაქტის სოციალურ მედიაში გავრცელების შემდეგ, მომხმარებლები დაინტერესდნენ, ხომ არ არის ამ ფირმაში ვაკანსიები.