მიმტანმა დესერტის გაფორმება სპეცხელსაწყოთი სცადა და ჭერი აფეთქდა - მადრიდის რესტორანში 2 დაიღუპა, 10 სტუმარი დაშავდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მადრიდში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიმტანმა დესერტის გაფორმება სპეციალური აალებადი ხელსაწყოთი სცადა, რა დროსაც თვითმხილველების თქმით, ჭერი აფეთქდა. თუმცა, პოლიცია არ გამორიცხავს ხანძრის გაჩენის სხვა წყაროებსაც.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, სტუმრები გაქცევას ცდილობდნენ, რა დროსაც მთავარ გასასვლელთან ხანძრის მეორე კერა გაჩნდა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელია.