ძაღლი ალკოჰოლიზმისგან განკურნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2 წლის ლაბრადორი, სახელად კოკო, პირველი ძაღლი გახდა, რომელიც ბრიტანელმა ზოოდამცველებმა ალკოჰოლიზმისგან განკურნეს. კოკო და კიდევ ერთი ძაღლი Woodside Animal Rescue Trust-ში, პატრონის სიკვდილის შემდეგ მოხვდნენ. სასმელზე დამოკიდებულება ოთხფეხა მეგობრებმა ალკოჰოლიკი პატრონისგან „აიკიდეს“ - მთვრალ მამაკაცს რომ ჩაეძინებოდა, დარჩენილ სპირტიან სასმელს მისი ძაღლები მიირთმევდნენ. თავშესაფარში მყოფ ცხოველებს შეტევა დაემართათ და ერთი მოკვდა, კოკოს კი გაუმართლა და გადარჩა. ერთი თვის განმავლობაში, მას სედატიურ პრეპარატებს აძლევდნენ, შეტევების თავიდან ასაცილებლად. კოკო ახლა კარგადაა და თავშესაფარში იმედოვნებენ, რომ მას კეთილი ადამიანები წაიყვანენ.