ციხესიმაგრეს ბაქტერიით გადაარჩენენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთში, ქალაქ გრანადაში მდებარე მავრიული ციხესმაგრე Aalhambra Teju სან-პედროს ციცაბო კლდეზე მდებარეობს და მას მეწყერი ემუქრება. ამის გამო, სწავლულებმა გრუნტის გამაგრება ბაქტერიის მეშვეობით გადაწყვიტეს. მსგავს მეთოდებს აქტიურად იყენებენ საფრანგეთსა და პორტუგალიაში, ისტორიული შენობების რემონტის დროს. 1564 წელს, კლდიდან ალჰამბრის კედლამდე 60 მეტრი იყო, ამჟამად კი ეს მანძილი მხოლოდ 23,9 მეტრია. ფერდობის სიმაღლე, ამ პერიოდის განმავლობაში, 65.5 მეტრამდე გაიზარდა. სპეციალისტები ექსპერიმენტებსა და ტესტებს ჩაატარებენ იმის გასაგებად, უკეთესად როგორ გამოიყენონ ბაქტერიები, შემდეგ კი მათ ნიადაგში, „წებოს“ რანგში დაამატებენ. ისტორიული ძეგლების გადარჩენის ამგვარი მეთოდი პირველად საფრანგეთში, ქალაქ ტუარში მდებარე ტაძრისთვის, გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოიყენეს.